პროექტის სახელი: პეპელა და ყვავილი
პროექტის მოკლე აღწერა: ბუნების მოვლენებზე დაკვირვება. მისი სილამაზისა და ნაირფეროვნების აღქმა. ჰერბარიუმის გაკეთება.
პროექტის სრული აღწერა: ვატარებ ორ–ორ გაკთეთილს ქართულსა და ბუნებაში:
ქართული – I. თემა: "თეთრი ყვავილი და თეთრი პეპელა"
გაკვეთილზე გამოყენებული იქნება გონებრივი იერიშის რუკა.
ზეპირი თხზულების შედგენა /გაზაფხული, ამწვანებული, მინდვრები, კაშკაშა, მზე, სიხთრული/.
ლიტერატურული პერსონაჟების შედარება /ვენის დიაგრამა/.
დისკუსია
ქართული –II. თემა: "ყმაწვილი და პეპელა"
გაკვეთილზე გამოყენებული იქნება გონებრივი იერიშის რუკა.
მინი ლექცია – დამატებითი ინფორმაცია პეპელაზე.
თეთრი პეპელასა და ბიჭუნას შედარებითი დახასიათება.
ბუნება – I. თემა: "გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეები"
გაკვეთილზე ვატარებ პრეზენტაციას სტუმრად მინდორში
მოსწავლეების მიერ იქმნება ჩემი ყვავილი
ბუნება – II. თემა: "რომელია მწერი?"
გაკვეთილზე ხდება მწერების დახასიათება – გამოიყოფა პეპელა.
ვატარებ პრეზენტაციას ფრთაფარფატა პეპლები.
შეიქმნება სამი ჯგუფი, რომლებიც გააკეთებენ ჰეპბარიუმს:
ჯგუფი – ულამაზეს ყვავილთა სამყაროში
ჯგუფი – უმშვენიერესი პეპლების ქვეყანაში
ჯგუფი – უმშენიერესთა მეგობრობა /ორივე ერთად/
მონაწილნთა ასაკი: II კლასი – 7 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შიბქნას:
ჰერბარიუმი
სარგებელი სხვებისთვის: შესძლებენ დაათვალიერონ ჰერბარიუმი, უფრო ახლოს იხილონ და დატკბნენ ბუნების სიმშვენიერით.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ არიან
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. II. 2. მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის
ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
• გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
• გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ
(მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
• ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამის მულტფილმს, საბავშვო ფილმს. იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს.
• აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
• გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა,
შემეცოდა და ა. შ.);
ქართ. II. 3. მოსწავლე მეტყველებაში იყენებს აქტიურ ლექსიკასა და ძირითად ენობრივ ფორ
მებს.
• აღწერს და ახასიათებს ნაცნობ საგანს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
• განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობა, კითხვა, ნატვრა, ბრძანება) და წარმოთქვამს
მათ შესაბამისი ინტონაციით;
• ამბის გადმოცემისას იყენებს მისთვის ნაცნობ და ბუნებრივ სიტყვაფორმებსა და მარტივ
წინადადებებს;
ქართ. II. 5. მოსწავლე კითხულობს და იგებს მცირე ზომის ტექსტებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ადეკვატურად პასუხობს წაკითხული ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებს;
• გადმოსცემს წაკითხული ტექსტის შინაარსს ახლად შესწავლილი ლექსიკური ერთეულების
გამოყენებით;
• ქმნის ტექსტის ილუსტრაციებს;
• კითხულობს გამომეტყველებით და სათანადო ინტონაციით, იცავს წინადადებებს
შორის პაუზებს.
ქართ.. II. 8. მოსწავლე დამოუკიდებლად ადგენს მცირე მოცულობის ტექსტებს ნაცნობი
ლექსიკის გამოყენებით.
• ახასიათებს მისთვის ნაცნობ საგნებს და ადამიანებს.
ბუნ. II. 1
აღწერს მცენარის და ცხოველის ძირითად გარეგან ნაწილებს
• თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს ორგანიზმის ძირითად გარეგან ნაწილებს, ასახელებს
და გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
• თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს სხვადასხვა ორგანიზმის მსგავსი ფუნქციის ნაწილებს
(მაგ., ფეხი/ფრთა/ფარფლი _ მოძრაობა, ცხვირი/დინგი/ხორთუმი _ ყნოსვა);
• მცენარეებისა და ცხოველების ორგანიზმის ძირითადი ნაწილების მრავალფეროვნების
წარმოსაჩენად აგროვებს მასალას (მაგ.აკეთებს ჰერბარიუმს)
პროექტის ფასილიტატორი: ეკა მაღრაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: eka.magradze@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: ekamagradze.blogspot.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий