воскресенье, 18 октября 2009 г.

როგორ ვუმკურნალოთ სიზარმაცეს

პროექტის სახელი : როგორ ვუმკურნალოთ სიზარმაცეს

პროექტის მოკლე აღწერა: სიზარმაცის აღმოფხვრა მოსწავლეებში. საკუათარი თავის გამოვლენა მსგავს სიტუაციაში. ერთმანეთისთვის დახმარების გაწევა.

პროექტის სრული აღწერა: ჩავატარებ ოთხ გაკვეთილს სიზარმაცის თემაზე

  • ,,როგორ ვუმკურნალოთ სიზარმაცეს"- ზღაპარი
  • ,,შემთხვევა" - შ. ასანიშვილი
  • ,,ძილისგუდა" - ედ. ყიფიანი
  • ,,სამი ბიჭი" - მ. ი ვანიშვილი
  • ,,კარგი ოინი" - რ. ქორქია (კლასგარეშე ლიტ-რა) ,,ბიჭმა ,,იარა იარა" - ვ. ასლამაზიშვილი (კლასგარეშე ლიტ-რა)
მოსწავლეები მოიძიებენ თავიანთ გარშემო არსებულ სიზარმაცის ფაქტებს. გადაუღებენ სურათებს, ვიდეოს.
გამოავლენენ საკუთარ თავს მსგავს სიტუაციაში.
მოეწყობა მოძიებული მასალის განხილვა. იმსჯელებენ როგორ მოიქცევიან თვოთონ მსგავს სიტუაციაში.
ჩამოაყალიბებენ როგორ ებრძოლონ სიზარმაცეს და როგორ დაეხმარონ მეგობრებს სიზარმაცის დაძლევაში.
შექმნიან ფოტო-ალბომს - ,,პატარა ზარმაცუნები".


მონაწილეთ ასაკი: II კლასი - 7 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

  • ტექსტის კითხვა პაუზებით.
  • კითხვა-პასუხი.
  • მოქმედ პირთა შედარებითი დახასიათება.
  • კროსვორდის შევსება.
  • დისკუსია.
  • პრეზენტაცია.
  • ფოტო-ალბომის დათვალიერება.

მოსალოდნელი შედეგები: მოიძიებენ სიზარმაცის ფაქტებს, განიხილავენ, იმსჯელებენ. მოხდება მოძიებული მასალის განხილვა.
მოეწყობა დისკუსია.
შეიქმნება ფოტო-ალბომი ,,პატარა ზარმაცუნები".
შეძლებენ ერთმანეთს დაეხმარონ სიზარმაცისგან თავის დაღწევაში.

სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან მოსწავლეთა მიერ მოძიებულ მასალას.
დაათვალიერებენ ფოტო-ალბომს.
თანატოლებს დაეხმრება სიზარმაცის დაძლევაში.

სამუშაო ენა: ქართული ენა


მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ არიან


საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: .

ქართ. II. 2. მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის
ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.

• გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ
(მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.
შ.);
• ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამის მულტფილმს, საბავშვო ფილმს. იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს.
აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
• გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკ-
ვირვა, შემეცოდა და ა. შ.);

•მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში.

ქართ. II. 3. მოსწავლე მეტყველებაში იყენებს აქტიურ ლექსიკასა და ძირითად ენობრივ ფორ მებს.

  • განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობა, კითხვა, ნატვრა, ბრძანება) და წარ- მოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;
  • ამბის გადმოცემისას იყენებს მისთვის ნაცნობ და ბუნებრივ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
    განასხვავებს ჩვეულებრივ (როგორ ხარ? წამოდი, გთხოვ...) და თავაზიანობის გა- მომხატველ (როგორ ხართ? / ბრძანდებით? წამობრძანდით..., გთხოვთ...) ენობრივ ფორმებს.

ქართ. II. 5.მოსწავლე კითხულობს და იგებს მცირე ზომის ტექსტებს.

  • ადეკვატურად პასუხობს წაკითხული ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებს.
  • კითხულობს გამომეტყველებით და სათანადო ინტონაციით, იცავს წინადადებებს შორის პაუზებს.

ქართ. II. 7. მოსწავლე დამოუკიდებლად ადგენს მცირე მოცულობის ტექსტებს ტაცნობი ლექსიკის გამოყენებით.

  • მოკლედ წერს პირადი გამოცდილების შესახებ.
  • შეადგენს გამაფრთხილებელ წარწერებს და განცხადებებს.

პროექტის ფასილიტატორი: ეკა მაღრაძე

ფასილიტატორის ელ–ფოსტა: eka.magradze@gmail.com

პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: ekamagradze.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий